ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები დასრულდა. მეორე სათამაშო დღეს ყველაზე დიდი გამარჯვება მადრიდის რეალმა მოიპოვა, რომელმაც სახლში გალათასარია 6-0 გაანადგურა, რითაც ფაქტობრივად მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდა. გამორჩეული გახლდათ ახალგაზრდა ბრაზილიელი როდრიგო, რომელმაც ჰეტრიკის შესრულება და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ოფიციალურად გაინაღდა პლეიოფი მიუნხენის ბაიერნმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მწვრთნელი მოუხსნეს და გუშინ მისი თანაშემწის კარნახით ასპარეზობდა. რეკორდმაისტერმა სახლში პირეოსის ოლიმპიაკოსს მარტივად 2-0 სძლია. თითო თითო გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ და ივან პერიშიჩმა გაიტანეს.
საკმაოდ გაურთულდა მოგება ტურინის იუვენტუსს, რომელიც სტუმრად მოსკოვში ლოკომოტივს ეთამაშა. შეხვედრაში ანგარიში მეოთხე წუთზე აარონ რემზიმ გახსნა, რომელსაც მირანჩუკმა მე-12 წუთზე უპასუხა. ამის შემდეგ ფეხბურთელები დაწყანრდნე და პერიოდულად სახიფათო მომენტები იქმნებოდა. საბოლოო ანგარიში 93- წუთზე დაფიქსირდა, გამარჯვების მომტანი გოლი დუგლას კოშტას ანგარიშზეა.
დღის ყველაზე საინტერესო მატჩი ზაგრებში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა დინამომ დონეცკის შახტარი მიიღო. მატჩი ორმხივ შეტევებში, საკმაოდ უხეში მაგრამ ძალიან საინტერესო გამოვიდა. მატჩში ანგარიში დონეცკელებმა გახსენს, რომელსაც პირველივე ტაიმში პეტკოვიჩმა უპასუხა. ამის შემდეგ 83-ე წუთამდე გამორჩეული, ორივე გუნდის რიგებში თითო წითელი ბარათი გახლდათ, ხოლო მატჩის მიწურულს საოცარი 15 წუთი გამოვიდა. ჯერ 83-ე და შემდეგ 89-ე წუთებზე დინამო ზაგრებმა ორი გოლი გაიტან და 3-1 დაწინაურდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე და მერვე წუთებზე შახტარმა მატჩი გადარჩენა შეძლო და ძალიან მნიშვნელოვანი ქულა აიღო.