საინვესტიციო ჯგუფი ბიჯეო, რომელიც საქართველოში უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით მუშაობს, ფუნქციონირების გაგრძელებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით აპირებს. ერთი კომპანია საბანკო, ხოლო მეორე საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით იმუშავებს. ამასთანავე, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბიჯეო ჯგუფის გადაწყვეტილება კომპანიის აქციონერთა საბჭომ უნდა დაამტკიცნოს. პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.