თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლიუბარეცი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.
ლიუბარეცის განცხადებით, მობილური ტელეფონი პროკურატურამ ინტერნეტში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ინფორმაციის მოძიების გამო ჩამოართვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის ფორმატი თავად მოითხოვა, რადგან პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ტელეფონის ჩამორთმევით უწყება მის პირად უფლებებს არღვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროგრამისტმა განცხადებაც გუშინ, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზეც გაავრცელა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.