პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.
ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება რამდენიმე მხრიდან სცადეს. აქციაზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია- გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.