პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ონლაინ აზარტული თამაშების შესახებ ს ამზადებს. ჯგუფის ინიციატივით, აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა გაიზარდოს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ონლაინ კაზინოების სივრცე უნდა ჩაიკეტოს და ასევე, შეიზღუდოს საერთაშორისო სერვერებზე წვდომა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა პრობლემის სოციალურ ფონს ვერ გამოასწორებს. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, პროექტის მიხედვით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მათ შორის მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა.