საქართველო 4 ათას ფლაკონ რემდესივირს ყიდულობს. ამის შესახებ გამარტივებული შესყიდვა „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს" აქვს გამოცხადებული. წინადადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. შესყიდვის ღირებულება კი - 104 ათასი ამერიკული დოლარია.
როგორც სატენდერო წინადადებაშია აღნიშნული, მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი - რემდესივირი, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა და შეამციროს ლეტალობა.
ამასთან, შემსყიდველის ცნობით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო პერიოდში აღინიშნება covid 19-ის შემთხვევების, მათ შორის მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მნიშვნელოვანი მატება. აგრეთვე სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა. შესაბამისად, რემდესივირის შემოტანა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პრეპარატის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.