საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სექტემბრიდან დაიწყება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სექტემბერში ის აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც ორ მსხვილ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჩატარდა შესაბამისი კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ პირდაპირი ფრენები აშშ-სთან როგორც სტრატეგიული, ისე კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველია.