სამართალდამცველებმა სასაზღვრო სექტორ "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 15-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილო და 119 გრამ ჰეროინს შეიცავს, ასევე, 1,1935 გრამი მეტამფეტამინი.