ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები "დავასუფთავოთ მსოფლიო" (Clean Up the World) და "მსოფლიო დასუფთავების დღე" იმართება.
საქართველო დასუფთავების მსოფლიო კამპანიებში 2010 წლიდან იღებს მონაწილეობას და წელს, პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში ერთვება.
გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
კამპანიის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, დასუფთავების აქციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს 1000-მდე ლოკაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი "სუფთა რეგიონი 2019".