საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა, რაც გულისხმობს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას და უფრო მეტი ახალგაზრდა მოგზაურის მოზიდვას საქართველოში, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სტიმულირებას.
ამასთან დაკავშირებით დღეს კონფედერაციის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჩაპმენმა "ფაბრიკაში" პრეზენტაცია მოაწყო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.