საქართველო მსოფლიოში ღვინის Top-ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია. ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ამერიკული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
ამ მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 222 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა.
საქართველო მოწინავე ადგილზეა მთლიან ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილითაც და ის 5.9%-ს შეადგენს. ეს ღვინის ექსპორტიორებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.