საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის გაყინული ხორცის რეექსპორტი 10-ჯერ ანუ 933%-ით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნაში 9 მილიონ 43 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, საიდანაც - მილიონ 124 ათასი დოლარის ხორცის რეექსპორტი განხორციელდა. ხოლო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 14 მილიონ 758 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა, აქედან 11 მილიონ 614 ათასი დოლარის გაყინული ხორცი კი, სხვა ქვეყნებში გაყიდა.
რაც შეეხება ზოგადად ექსპორტის მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნიდან ჯამში - 11 მილიონ 665 ათასი დოლარის პროდუქტი გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - მილიონ 322 ათასი დოლარის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი - უკრაინიდან, ბრაზილიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან და არგენტინიდან შემოდის. გარდა ამისა, გაყინული ხორცი შემოდის: ბელარუსიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ნიდერლანდიდან, პარაგვაიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქონლის გაყინული ხორცის რეექსპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და სომხეთში.