ანალიტიკოსების წინასწარი შეფასებით, საქართველოს შეუძლია, წლის ბოლომდე დაახლოებით, 630 ტონა მოცვის ექსპორტი განახორციელოს, რაც აღნიშნულ ინდუსტრიაში ახალი რეკორდი იქნება. როგორც East fruit წერს, წინა რეკორდი, 2019 წელს, 185 ტონა იყო, რაც წელს 3-ჯერ გაიზრდება.
Fao-ს ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოდან მოცვის ექსპორტის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია რუსეთში აღნიშნული კენკრის მოხმარების ზრდით. მისივე განმარტებით, გაყიდვების თითქმის 99% რუსეთზე მოდის. მისივე თქმით, თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცვი ტრანსპორტირებადი პროდუქტია, საქართველოს შეუძლია კენკრა ევროკავშირის ბაზრებსაც მიაწოდოს. თუმცა, მოცვის ფასი, მომდევნო წლებში რუსეთში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.
East fruit-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ წარმოება აღებული სტარტით გაგრძელდება, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს 25 უმსხვილეს მოცვის ექსპორტიორ ქვეყანას შორის მოხვდეს.
ცნობისთვის, გასულ წელს მსოფლიოში 552 ათას 505 ტონა მოცვი აწარმოეს, საიდანაც 269 ათას 257 ტონა შეერთებულ შტატებზე მოდის.