2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 10 ათას 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 39%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 40%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.