11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 ათას 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი დოლარით გაიზარდა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.