ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 ათას 514 ტონა ვაშლი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ქართული ვაშლის ექსპორტი წელს, ძირითადად რუსეთის ფედერაციისა და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტირდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ვაშლის ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკის, სინგაპურისა და ჰონკონგის მიმართულებით განხორციელდა. ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 370 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და ათას 098 დოლარს წარმოადგენს.