19:45
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოდან 41.6 მლნ აშშ დოლარის თხილი ექსპორტირებულია
29-10-2020

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოდან 7 ათას 684 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, რომლის ღირებულებამ 41 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 ათას 252 ტონით ანუ 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 14 მილიონ 300 ათასი დოლარით ანუ 52%-ით არის გაზრდილი.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ბრაზილია, კანადა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება და შესაბამისად ექსპორტი მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები