დღევანდელი მონაცემებით საქართველოდან 5 მილიონ 411 ათასი დოლარის მოცვია ექსპორტირებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი დოლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით ანუ 42%-ით, ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი დოლარით ანუ 45%-ით გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა - რუსეთის ფედერაციაში ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, სომხეთში, ყატარში, მალაიზიაში, მოლდოვაში, სიანგანში, ბაჰრეინსა და ლიბანში.