2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 197 მილიონ 162 ათასი დოლარი შეადგინა. გასული 2 თვის განმავლობაში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ჩინეთთან 67 მილიონ 130 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 34%-ია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩინეთში ექსპორტი 208,6%-ით გაიზარდა და 65 მილიონ 15 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი გასული 2 თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა და 132 მილიონ 145 ათასი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების გამო 2020 წლის იანვრის ბოლოს საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. აკრძალვა შეეხო დეკორატიული კუს და დეკორატიული თევზების იმპორტს.