საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 65 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 102 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 963 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო. 2019 წლის იანვარ-ივლისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 861 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა.