2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 23 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ 76 მილიონ 800 ათასი ლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია. 2019 წლის ოქტომბერში ქვეყნიდან უცხოეთში 22 მილიონ 500 ათასი დოლარი გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საბერძნეთი, უზბეკეთი, გერმანია, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
ცნობისთვის, 2020 ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181 მილიონ 700 ათასი დოლარი ანუ 584 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 18.6%-ით მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.