11:12
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა - ქვეყნები, სადაც ქართული სასმელი გადის
06-05-2020

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9,6%-ით შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 44 მილიონ 261 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 48 მილიონ 976 ათასი დოლარის ღირებულების.

შემცირებული მოცულობა ყველა ძირითად იმპორტიორ ქვეყანაში თანაბრად ნაწილდება, შესაბამისად, მკვეთრი კლება არცერთგან არ დაფიქსირებულა. ტრადიციულად, ექსპოტირებული ქართული ღვინის ყველაზე დიდი წილი - 59,5% წელსაც რუსეთზე მოდის.

Top-10 ქვეყანა, სადაც 2020 წლის 3 თვეში ქართული ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ლატვია, გერმანია, ამერიკა, ბელარუსი და ლიეტუვა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები