სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში ხილისა და თხილეულის ექსპორტიდან მღებულმა შემოსავალმა 29 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ ჯგუფში მთავარ პოზიციებზეა: თხილი - 13 მილიონ 200 ათასი დოლარით, ვაშლი - 4 მილიონ 200 ათასი დოლარით, ბანანი, რომლის ექსპორტმაც 3 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, მანდარინი- 2 მილიონით და ფისტა - მილიონ 300 ათასი დოლარით.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ხილისა და თხილეულის ექსპორტი, 22,5%-ით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ივნისში ხილისა და თხილეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 37 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.