სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხილისა და თხილეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 69 მილიონ 680 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშული კატეგორიის ექსპორტი 45,2%-ით გაიზარდა. 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ქვეყნიდან 47 მილიონ 990 ათასი დოლარის ხილი და თხილეული გავიდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მილიონ 790 ათასი დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშული კატეგორიის ექსპორტი 8,6%-ით შემცირდა. 2019 წლის აინვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 8 მილიონ 520 ათასი დოლარის ბოსტნეული გავიდა.