ოსკარზე საქართველოდან დიტო ცინცაძის შინდისი გაიგზავნება. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსდგება. ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.