საქართველოდან საზამთროს ექსპორტი 60-ჯერ გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში ქვეყნიდან 109 ათასი დოლარის ღირებულების ბაღჩეული პროდუქტი გაიყიდა. ეს კი თითქმის 60-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის 8 თვეში ქვეყნიდან მხოლოდ ათას 900 დოლარის საზამთრო გავიდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან საზამთრო ძირითადად მეზობელ ქვეყნებში იყიდება. ყველაზე მეტი - 57 ათას 600 დოლარის ღირებულების საზამთრო გავიდა სომხეთში; მას მოსდევს რუსეთი - 47 ათას 100 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი - 4 ათას 400 დოლარით.