ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის დაკვირვებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენება ფართო გამოკვლევისთვის. მისივე თქმით, ის ტესტები, რომელიც მარნეულში გაიგზავნა, PCR ტექნოლოგიაზეა დამყარებული და ძალიან მაღალი სანდოობა აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში შემოსული ტესტები ხომ არ არის იმავე კომპანიის მიერ დამზადებული, რომლის პროდუქციაც ესპანეთმა ჩინეთს უკან დაუბრუნა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ საქართველოს ერთ-ერთ კომპანიასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, თუმცა დღეს ის გაუქმებულია და მიმდინარეობს ახალ კომპანიასთან მოლაპარაკება. მისივე თქმით, ჩინურმა კომპანიამ ბიო იზიმ თავად ამოიღო თავისი პროდუქცია ბაზრიდან რადგან ის წუნდებული აღმოჩნდა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა კომპანიებთან.