"საქართველოს ბანკმა" ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა შექმნა. ახალი საქველმოქმედო პლათფორმა donate.ge ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს ნივთები მათ, ვისაც სჭირდებათ. პირველ ეტაპზე დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი გადაეცემათ როგორც ორგანიზაციებს ისე ფიზიკურ პირებს. Donate.ge-ზე ნებისმიერ მსურველს ასევე საშუალება აქვთ ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა მისთვის სასურველ ფონდში. მომხმარებლის მიერ გაწეული ქველმოქმედებიდან საკომისიო არ იქვითება.