„საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9% უკვე დაკარგა“ - ამის შესახებ აისეტის კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციაშია აღნიშნული.პუბლიკაციაში მათ შორის საუბარია,ცალკეულად ტურიზმის სექტორზე. კერძოდ, კვლევის ავტორთა შეფასებით, საგულისხმოა, რომ სიფრთხილის ზომების გამკაცრების შედეგად საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვა მკვეთრად შეამცირებს ტურისტების შემოსვლასა და მათგან მიღებულ შემოსავლებს.
კვლევის ავტორთა ცნობით, წინასწარი გათვლებით, საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9% უკვე დაკარგა. ვინაიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ტურიზმის სექტორზე მოდის, პირდაპირი დარტყმა ამ ინდუსტრიაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკასაც.