05:53
3 ივლისი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული არტისტი Boris Brejcha ეწვევა
17-05-2022

Boris Brejcha გერმანელი არტისტია, რომელიც 2006 წლიდან ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწეობს. მან ამავე წელს გამოუშვა პირველი რელიზი და ბრაზილიაში Universo Paralello Festival-ზე წარსდგა დიდი მსმენელის წინაშე. მას მერე, ბრაზილიური კარნავალით შთაგონებულმა, საფირმო ნიშნად ჯოკერის ნიღაბი აირჩია, რომელსაც არტისტი ლაივ აქტების დროს მუდმივად იყენებს.
მისი მკაფიოდ გამოხატული ხელწერა High-Tech Minimal-ია, მუსიკის სტილი, რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს.
2015 წელს საკუთარი მუსიკალური ლეიბლი — Fckng Serious დააარსა. ამ მომენტისთვის მის სახელზე 10 სტუდიური ალბომი და 20-ზე მეტი სინგლია. ამასთან ერთად, ბორის ბრეჟა უამრავი რემიქსის ავტორია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები