"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU"-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით, უკვე მეორედ გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID19-ისმონიტორინგი და მართვა”. დისკუსიაში აშშს, გერმანიისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ, რომლის მთავარი მიზანი არსებული პანდემიის ყველაზე აქტუალური საკითხების გარშემო როგორც ქართული, ასევე, ევროპული და ამერიკული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 4 საათის განმავლობაში ფეისბუქ ლაივის საშუალებით უწყვეტად მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
პანელ-დისკუსიას ფეისბუქ გვერდის 15000-მდე მომხმარებელი ესწრებოდა. ამასთანავე მოხსენებებისა და ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ხელოვნური ვენტილაცია, ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკუოაგულაცია, მუკოლიზი, სითხის ბალანსი COVID 19-ის დროს, კორონავირუსის ანატომია და მისი გენომური შენება, ძირითადი საკვლევი მედიკამენტები, კლინიკური კვლევის ფაზები, უახლესი კვლევები პანდემიის შესახებ დამკურნალობის ძირითადი პრინციპები და რა თქმა უნდა თერაპიული მეთოდები.