საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2019 წლის ბოლო შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ამხანაგურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ პულაში მდებარე საფეხბურთო კლუბ ისტრას სტადიონზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხორვატიაში გამართულ ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.