საპრეზიდენტო ფიცი პირველად 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდიამ დადო... პრეზიდენტის პოსტი 1995 წლის 26 ნოემბერს იმავე ფიცით ედუარდ შევარდნაძემ გადაიბარა. "ვარდების რევოლუციით" მოსულმა საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფიცი 2004 წლის 25 იანვარს დადო. ცხრა წლის შემდეგ, 2013 წლის 17 ნოემბერს, მისი პოსტი გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა და საპრეზიდენტო ფიცი პარლამენტში წარმოთქვა. მალე ამ ფიცს მომავალი პრეზიდენტი დადებს. ქვეყნის პირველი პირები, მათი ოფიციალური განცხადებები, პოლიტიკური კურსი, რეფორმები და ხედვები ქმნიან სახელმწიფოს ისტორიას. მათთან ერთად ყოფნა-არყოფნის პასუხისმგებლობას იზიარებენ ადამიანები, რომლებიც ჩრდილში დგანან. მათ პრეზიდემტის მრჩევლები ჰქვიათ.
"თავისუფალი თემა" გაგაცნობთ 83 წლის გოგი გაჩეჩილაძე, რომელიც ორი პრეზიდენტის მრჩეველი იყო.