საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ქვეყანა ფულის გათეთრების მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში შეიყვანა.
ფულის რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განისაზღვრა, საქართველოს ინვესტორი ქვეყნებიც მოხვდნენ, მათ შორის არიან - ერაყი, ირანი, პანამა, კაიმანის კუნძულები და გიბრალტარი.
უფრო კონკრეტულად - 2020 წლის მეორე კვარტალში ერაყიდან საქართველოში - 9 მილიონ 870 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ირანიდან - 55 ათას 600 დოლარის; პანამიდან - მილიონ 88 ათასი დოლარის; კაიმანის კუნძულებიდან - 601 ათას 600 დოლარის; ხოლო გიბრალტარიდან - 170 ათას 200 დოლარის.