საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაცებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა, ბიზნესის წარმომადგენლების სათანადო ინფორმირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარებისთვის. კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ადგილობრივი მეწარმეები იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, რათა შიდა ბაზარზე კონკურენტები ჩამოიცილონ. ამგვარი მიდგომა კი ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია ბიზნესმა გაითავისოს ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელობა, რომელმაც ქვეყნის შემოსავლები უნდა გაზარდოს და ხელი შეუწყოს ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ ღონისძიება საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ევროკავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ვროკავშირის სამართლის ექსპერტებმა, ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ კონკურენციის პოლიტიკაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.