საქართველოს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველი დიპლომატი პირველ შეხვედრას საგარეო უწყებაში ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან გამართავს.
ლინას ლინკევიჩუსი აუდიენციას გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძესთან.
ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში.
ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს 11 სექტემბერს დატოვებს.