სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცის" ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა.