საქართველოს მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ნაკრები პოლონეთიდან სამშობლოში უკვე დაბრუნდა. ბერძნულ-რომაული სტილით 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო.მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა, ვერცხლის მედლები ზვიად პატარიძემ, ლაშა გობაძემ და გელა ბოლქვაძემ მოიპოვეს.ნაკრების მწვრთნელი გუნდის გამოსვლით კმაყოფილია.საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა ყველას აჯობა და 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე თურქეთი 42.