02:27
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად, ბულგარეთიდან სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
01-04-2020

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.

ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.

AutoPlay
სამხრეთ კორეა კორონავირუსის გამო გაუქმებულ შეზღუდვებს ხელახლა აწესებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
დანიაში აცხადებენ, რომ სკოლების ნაწილობრივ გახსნას, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუუარესებია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ავღანეთში თავდასხმას 7 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები