"სამარცხვინო აბსურდია, რომ ასეთი აგრესიის დროს აგრესორს არ ასახელებდე - რასაც ესენი პრაგმატულ პოლიტიკას ეძახიან, რეალურად არის ხარკის გადახდა და დისტანცირება", - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თაობაზე.
ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ლოგიკას მივყავართ იქამდე, თითქოს „რაღაც თვალსაზრისით უკრაინის ბრალია, რომ რუსეთი თავს ესხმის“.