საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა "დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. საბოლოოდ საქართველომ რუსეთი ანგარიშით 28:14 დაამარცხა.საქართველოს ნაკრებს რუსეთის გუნდთან აქამდე 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსებს დარჩათ 1993 წელს.