2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5 მილიარდ 60 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა.როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წელში, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი თითქმის 16%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის.