სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი გამოკითხეს. როგორც ასადოვმა აღნიშნა, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. სუს-ის ცნობით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.