საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება. გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.