მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საფეხბურთო ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა და 85-ე ადგილზე იმყოფება.
ნოემბერში გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 86-ე ადგილს იკავებდა.
რეიტინგში პირველობას ზედიზედ მეოთხე წელია კვლავ ბელგიის ნაკრები ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი საფრანგეთი.