საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უზბეკეთთან და იორდანიასთან რთულ თამაშებს ელოდება. 23 იანვარს საქართველოს ნაკრები დუბაიში, ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდება, 25 იანვარს კი - ამავე ქალაქში იორდანიას. ვაისის თქმით, ეს თამაშები იქნება შესაძლებლობა, რომ ნაკრებში მიწვეულმა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ. მწვრთნელის განცხადებით, მას რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახება სურდა, მათ შორის, ჯაბა ჯიღაურის, ლაშა პარუნაშვილის, მათე ცინცაძის და სხვების, თუმცა ისინი კლუბებმა არ გამოუშვეს.