რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, "ბორჯღალოსნებმა" 1.07 სარეიტინგო ქულა მიიღო, იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა "ლომებს" პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო დებიუტანტ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 8 ქულა შესძინა. ამ გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" 72.70 სარეიტინგო ქულა აქვს და 0.66 ქულით უსწრებს იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35 დამარცხდა.