26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება - ამის შესახებ საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმის გახსნაზე განაცხადა. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ეს ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ეს გამოცდილება. გისურვებთ წარმატებულ ფორუმს და გისურვებთ, ჩვენ ერთად შევძლოთ, გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.