საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები გენერალ პეტრ პაველის თავმჯდომარეობით თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ თავდაცვის სამინისტროს მარალჩინოსნები და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ. ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაემგზავრნენ, სადაც დაგეგმილია თავდაცვის მინისტრთან გაფართოებული შეხვედრა, რის შემდეგაც გენერალი პეტერ პაველი და ლევან იზორია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღის ბოლოს, სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-ს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან და ავღანეთში ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიის გადასროლის წინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრებიან.