"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora"-ის რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; ასევე კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვა კომპანიებისთვის. ღონისძიებას დაესწრო 250-მდე ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.სინქრონიკონკურსზე წარმოდგენილი იყო 10-ზე მეტი ნომინაცია. მათ შორის: წლის პასუხისმგებელი მსხვილი, მცირე და საშუალო კომპანია, მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ კომუნიკაცია, წლის CSR მენეჯერი, ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა და სხვა.